ოზურგეთში მოსახლეობა ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს
ოზურგეთში მოსახლეობა ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს

ოზურგეთში, ექადიის უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალუმინის გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას, იმოქმედებს გარემოზე და მისი აშენება დასახლებულ პუნქტში რეკომენდებული არ არის.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა არასამთავრობო სექტორიც. ადგილზე იმყოფებოდა კომპანია „არერსა მეტალის“ აღმასრულებელი დირექტორიც. შავლეგ მიგრიაული მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საწარმო სტანდარტების დაცვით შენდება და ის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

დატოვე კომენტარი