ანგელა მერკელი - აშშ-ის მიერ საბაჟო ტარიფების ცალმხრივად დაწესებაზე ევროკავშირი პასუხისთვის მზად უნდა იყოს
ანგელა მერკელი - აშშ-ის მიერ საბაჟო ტარიფების ცალმხრივად დაწესებაზე ევროკავშირი პასუხისთვის მზად უნდა იყოს

აშშ-ის მიერ საბაჟო ტარიფების ცალმხრივად დაწესებაზე ევროკავშირი პასუხისთვის მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, არსებული ვითარების ფონზე გერმანიას მოლაპარაკების სურვილი აქვს.

„თუ ცალმხრივი მოქმედებები თავიდან ვერ იქნება აცილებული, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ ნაბიჯს. მე ფოკუსირებული ვარ დიალოგზე და მათთვის ბევრი შესაძლებლობა იქნება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ალუმინსა და ფოლადზე საბაჟო ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს კომერციის მდივანი, ვილბურ როსი გამართავს. საუბრის მთავარი თემა აშშ-ისთვის ევროკავშირში დაწესებული ტარიფებისა და ბარიერების შემცირება იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფები წესდება.