საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი​ - მართალია, წელს ცარიელ ტაძრებში შევხვდებით აღდგომას, მაგრამ ერთმანეთისადმი სიყვარული დაგვეხმარება უბედურებად ქცეული ვირუსის დაძლევაში

12 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

„12 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. მინდა, მოვულოცო ჩვენს მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო, რომ ქრისტეს აღდგომით ჩვენს გულებშიც აღდგეს სიყვარული და სიხარული. მართალია, წელს ცარიელ ტაძრებში შევხვდებით ამ დღესასწაულს, მაგრამ ჩვენი გაგება, ერთმანეთისადმი სიყვარული დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ დღევანდელ დღეს ადამიანებისთვის უბედურებად ქცეული ვირუსი და მომავალი ჩვენი დღესასწაულები აღვნიშნოთ ყველამ ერთად ტაძრებში.

გილოცავთ აღდგომას! ქრისტე აღსდგა!“ – ნათქვამია არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიმართვაში.

თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ხვალ, 10:30 საათზე დაიწყება. მრევლს შეეძლება, წირვა გამაძლიერებლების საშუალებით ეზოში მოისმინოს, სადაც ისინი დისტანციის დაცვით განლაგდებიან. ეკლესია ლიტურგიის ონლაინ ტრანსლირებასაც განახორციელებს, რათა მორწმუნე მრევლმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიღება.