საქართველოში შვედეთის ელჩი - თავისუფალი, ძლიერი, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია
თავისუფალი და ძლიერი, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა მედიაგარემოს შესახებ კომენტირებისას.
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თავისუფალი და ძლიერი, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო უფრო ღია პოლიტიკას ქვეყანაში“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.