შვედეთის ელჩი - საქართველოს იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დემარში გადავეცით, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ
შვედეთის ელჩი - საქართველოს იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დემარში გადავეცით, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ

საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გადავეცით დემარში, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ, 27 წევრი ქვეყნის სახელით, კომენტარი უკვე გააკეთა და თავად ვერაფერს დაამატებს.

„ჩვენ გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრს გადავეცით ევროკავშირის ერთობლივი დემარში. ეს დემარში შეთანხმებული იყო 27 წევრი ქვეყნის მიერ. ჩვენ ეს გავაკეთეთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოხსენებაზე შეშფოთების გამო. გუშინდელი დემარშის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, 27 წევრი ქვეყნის სახელით, კომენტარი გააკეთა და მე მეტს ვერაფრს დავამატებ“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, შვედეთის ელჩთან ერთად, გუშინ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.