შვედეთის ელჩი - ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, მისი უფლება ჯანდაცვაზე
ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის მისი უფლება ჯანდაცვაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა განუცხადა.
„როგორც ყველა სხვა, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და შეშფოთებით ვიღებთ ანგარიშებს ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენ ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი უფლება ჯანდაცვაზე“, – განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა.