ბოლო დღეებში საქართველოში საწვავი გაიაფდა. ბენზინისა და დიზელის ღირებულება თითქმის ყველა ნავთობკომპანიამ შეამცირა.
მაგალითად, „გალფის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარიდან ჯერ 2.29 ლარამდე, დღეს კი 2.26 ლარამდე შემცირდა.
„ლუკოილის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარი იყო და 2.30 ლარი გახდა. 3 თეთრით გაიაფდა ევრო დიზელისა და ევრო სუპერის ტიპის საწვავი.
6-7 თეთრით გაიაფდა საწვავი „ვისოლის“ ქსელში. ევრო რეგულარის ფასი 2.42 ლარი გახდა, ეკო სუპერის 2.58 ლარი, ეკო დიზელის 2.59 ლარი.
6 თეთრით გაიაფდა რამდენიმე ტიპის საწვავი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ქსელში. ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.32 ლარი გახდა, ნანო პრემიუმის 2.42 ლარი, ნანო სუპერის კი 2.52 ლარი.