ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ დიზელის შესასყიდი აშშ-ის თანხებიდან 400 მილიონი დოლარი მიითვისეს
ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ დიზელის შესასყიდი აშშ-ის თანხებიდან 400 მილიონი დოლარი მიითვისეს

ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, სეიმურ ჰერშის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ დიზელის შესასყიდი აშშ-ის თანხებიდან 400 მილიონი დოლარი მიითვისეს.

ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, უნცობია, რა თანხას იხდის ზელენსკი საწვავში, თუმცა ცნობილია, რომ აშშ ავღანეთისთვის პაკისტანის პორტიდან საწვავის ტრანსპორტირებისთვის გალონზე 400 დოლარს იხდიდა.

სეიმურ ჰერში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საწვავს რუსეთისგან ყიდულობს და ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვის მრავალი წევრი დიზელის საწვავის გადასახდელად გამოყოფილი ამერიკული დაფინანსებიდან მილიონებს ხარჯავს. ამასთან, როგორც სეიმურ ჰერშმა აღნიშნა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, მითვისებული თანხები გასულ წელს 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჰერშის თქმით, ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უთხრა: „ზელენსკი რუსებისგან ყიდულობს დიზელს ფასდაკლებით. და ვინ იხდის გაზისა და ნავთობის ფულს? ჩვენ. პუტინი და მისი ოლიგარქები მილიონებს შოულობენ“.

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებით, უკრაინის ბევრი სამინისტრო ქმნის კომპანიებს იარაღისა და საბრძოლო მასალის საექსპორტო კონტრაქტებისთვის იარაღის კერძო დილერებთან მთელ მსოფლიოში.

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ კორუფციის საკითხი უშუალოდ დაისვა ზელენსკისთან მიმდინარე წლის იანვარში კიევში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან, უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე. სეიმურ ჰერშის განცხადებით, უილიამ ბარნსმა ასევე წარუდგინა ზელენსკის 35 გენერლისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სია, რომელთა კორუფციის შესახებ ცნობილი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის და ამერიკის მთავრობის სხვა წევრებისთვის.

ამერიკელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ უპასუხა ამერიკის ზეწოლას ათი დღის შემდეგ და საჯაროდ გაათავისუფლა სიაში მყოფი ათი პირი.