„როიტერი“ – რუსეთი ბენზინს ყაზახეთს სთხოვს, თუ უკრაინელების შეტევების გამო საწვავის დეფიციტი შეექმნება

18:21, 08.04.2024
FILE PHOTO: The logo of Russian crude producer Rosneft is seen on a gasoline station near a church in Stavropol, southern Russia, December 9, 2014. REUTERS/Eduard Korniyenko/File Photo

FILE PHOTO: The logo of Russian crude producer Rosneft is seen on a gasoline station near a church in Stavropol, southern Russia, December 9, 2014. REUTERS/Eduard Korniyenko/File Photo

რუსეთი ბენზინს ყაზახეთს სთხოვს, თუ უკრაინელების შეტევების გამო საწვავის დეფიციტი შეექმნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, სამმა ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ რუსეთმა მოსთხოვა ყაზახეთს, მზად იყოს რუსეთისათვის 100 ათასი ტონა ბენზინის მიწოდებისთვის. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყაზახეთის ბენზინის მარაგის გამოყენების შესახებ შეთანხმება უკვე შედგა.

ამასთან, სააგენტო „როიტერმა“ ამ საკითხზე კომენტარისთვის მიმართა როგორც რუსეთის, ისე ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. გარდა ამისა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბელარუსი უკვე დათანხმდა, დაეხმაროს რუსეთს ბენზინის მიწოდებაში.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. შედეგად, ბენზინის წარმოება შემცირდა და საწვავის ფასი გაიზარდა. პირველი მარტიდან რუსეთმა ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით შეწყვიტა.

მსგავსი