ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ
ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.

საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.