საქართველოში ნორვეგიის ელჩი - საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, იპოვონ სიტუაციის განმუხტვისთვის გზები და დიალოგისკენ დასაბრუნებელი გზა
საქართველოში ნორვეგიის ელჩი - საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, იპოვონ სიტუაციის განმუხტვისთვის გზები და დიალოგისკენ დასაბრუნებელი გზა

ნორვეგიის ელჩი ჰელენა სანდ ანდერსენი „ტვიტერში“ გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პირველ რიგში ეროვნული ინტერესი დააყენოს და საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს.

„საქართველოს ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავება არასასურველი ესკალაციაა. მთავრობასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ იპოვონ სიტუაციის განმუხტვისთვის გზები და იპოვონ პოლიტიკური დიალოგისკენ დასაბრუნებელი გზა. საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ პირველ რიგში ეროვნული ინტერესი დააყენოს და დარჩეს დემოკრატიულ გზაზე“, – დაწერა ანდერსენმა.