ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი – საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე

01:56, 24.02.2021

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმაურება.

„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

მსგავსი