ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.