საქართველოში ნორვეგიის ელჩი – საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, იპოვონ სიტუაციის განმუხტვისთვის გზები და დიალოგისკენ დასაბრუნებელი გზა
ნორვეგიის ელჩი ჰელენა სანდ ანდერსენი „ტვიტერში“ გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
მისი თქმით, საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პირველ რიგში ეროვნული ინტერესი დააყენოს და საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს.
„საქართველოს ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავება არასასურველი ესკალაციაა. მთავრობასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ იპოვონ სიტუაციის განმუხტვისთვის გზები და იპოვონ პოლიტიკური დიალოგისკენ დასაბრუნებელი გზა. საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ პირველ რიგში ეროვნული ინტერესი დააყენოს და დარჩეს დემოკრატიულ გზაზე“, – დაწერა ანდერსენმა.
Forceful detention of 🇬🇪 opposition leader an unwelcome escalation. Urge Government and opposition to search for ways to calm the situation and find way back to political dialogue. Georgia now needs all political forces to put national interest first and stay on democratic path.
— Helene Sand Andresen (@SandAndresen) February 23, 2021