განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მარტში საქართველოში ფრანკოფონიის თვე აღინიშნება.
მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ქუთაისში, ბათუმში, პატარძეულსა და ლანჩხუთში.
პროგრამის ფარგლებში იგეგმება სპექტაკლებისა და ფილმების ჩვენებები, გამოფენები, კულინარიული შეხვედრები და ღვინის დეგუსტაციები.
აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონიის ღონისძიებას წელს პირველად ლანჩხუთი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი მოსწავლეების მონაწილეობით, შეხვედრა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ჩატარდება.
ფრანკოფონიის დღესასწაულს წელს საფრანგეთის, შვეიცარიის, რუმინეთის, კანადის, ბელგიისა და მოლდოვის საელჩოები უერთდებიან. დღესასწაულის მიზანია ფრანგულენოვანი კულტურის აღმოჩენა და მისი გაზიარება.