გიედრიუს პუოჯუნასი - საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით
საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.
როგორც გიედრიუს პუოჯუნასი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე განცხადებები გაკეთდა ეუთო-ში.
„საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განცხადებები გაკეთდა ეუთო-შიც. ვიმედოვნებთ, რომ ეს რთული საკითხი სამომავლოდ მოგვარდება“, – თქვა ლიეტუველმა დიპლომატმა.