გიედრიუს პუოჯუნასი – საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით

12:03, 06.12.2019

საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

როგორც გიედრიუს პუოჯუნასი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე განცხადებები გაკეთდა ეუთო-ში.

„საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განცხადებები გაკეთდა ეუთო-შიც. ვიმედოვნებთ, რომ ეს რთული საკითხი სამომავლოდ მოგვარდება“, – თქვა ლიეტუველმა დიპლომატმა.

მსგავსი