საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 272 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
ახალი გამოჯანმრთელებული თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში ვირუსისგან უკვე 45 პაციენტი განიკურნა.