საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​272 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

ახალი გამოჯანმრთელებული თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში ვირუსისგან უკვე 45 პაციენტი განიკურნა.