საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 20 ადამიანია გარდაცვლილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 534-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 4 988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.