საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.​ ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 20 ადამიანია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 534-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 4 988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.