საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 552 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ათი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 268 995 შემთხვევა, მათ შორის 262 796 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 34 57-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 869 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 410, პისიარტესტი – 6 459.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,48 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,4 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 285 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1606, კლინიკურ სასტუმროში რჩება 192 პირი.