საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 552 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ათი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 268 995 შემთხვევა, მათ შორის 262 796 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 34 57-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 869 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი –  13 410, პისიარტესტი – 6 459.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,48 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,4 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 285 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1606, კლინიკურ სასტუმროში რჩება 192 პირი.