საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია „მზის გოგონები“ კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. რეჟისორ Eva Husson-ის ფილმი „პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს.
„მზის გოგონები“ მხატვრული ჟანრის ფილმია, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს.
ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც ორი განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება.
მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის „მზის გოგონების ხელმძღვანელია“, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.
ფილმის გადაღებებისთვის ახალციხისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.
ფილმი პროგრამის Film In Georgia მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივად ახორციელებენ.