საქართველოში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიებები მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო დაწესებულებები.
წლევანდელი პროგრამა ძირითადად ონლაინფორმატში ჩატარდება. ასევე, გაიმართება კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
„ჩვენთვის დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფრანკოფონია არის ფრანგული ენა, რომელიც გვაახლოებს. ერთ-ერთი საერთაშორისო ენაა, რომელიც მთელ მსოფლიოსთან საქართველოს აახლოებს. უცხო ენის ცოდნა იძლევა საშუალებას, გვქონდეს წვდომა სხვა აზროვნებასთან, კულტურასთან და ცივილიზაციასთან. ვამაყობთ, რომ ვუერთდებით ფრანკოფონიის დღეების აღნიშვნას საქართველოში“, – განაცხადა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა.