საქართველოში დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ საუბარია საგაზაფხულო სესიისთვის მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანონშემოქმედებით გეგმაში.
მთავრობა კანონმდებლობის დონეზე დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის ფუნქციონირების საფუძვლების გაწერას გეგმავს. აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავს, რომ დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს პირთა იდენტიფიკაციას, დანაშაულის პრევენციას, გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.
„საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას დნმ-ის კოდის ბანკის შექმნის კონტექსტში“, – აღნიშნავს მთავრობა.