საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 916 -ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 15 აპრილს „კოვიდ-19“ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი კი გარდაიცვალა.