საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 16.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 916 -ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 აპრილს „კოვიდ-19“ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი კი გარდაიცვალა.

მსგავსი