საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 485-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა, 320 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 25 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.