საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 485-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა, 320 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.