საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 371-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 579 პირს დაუდასტურდა, 1 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, გუშინ 13 აგვისტოს საქართველოში 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.