საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 14.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 371-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 579 პირს დაუდასტურდა, 1 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გუშინ 13 აგვისტოს საქართველოში 5 359  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

მსგავსი