საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 986-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 670 პირს დაუდასტურდა, 2 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.