საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 986-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 670 პირს დაუდასტურდა,  2 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 233  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი