საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 397 -ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 1 390 პირს დაუდასტურდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 13 მაისს საქართველოში კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.