საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 397 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 390 პირს დაუდასტურდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 მაისს საქართველოში კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.