საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 007-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 463 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 271 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.