საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 007-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 463 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 271 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.