საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 499-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 373 ადამიანს დაუდასტურდა, 542 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 26 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი, 10 კი გარდაიცვალა.