საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 137 შემთხვევა, მათ შორის 264 047 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 485-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 436 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 17 311, პისიარტესტი – 8 125.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,32 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,2 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,03 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 304 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 542, კლინიკურ სასტუმროში რჩება 167 პირი.

ამასთან, 25 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი.

დატოვე კომენტარი