საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 27.02.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 499-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 373 ადამიანს დაუდასტურდა, 542 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი, 10 კი გარდაიცვალა.

მსგავსი