საქართველოში აშშ-ის საელჩო - მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა
საქართველოში აშშ-ის საელჩო - მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მოხარული არიან, რომ ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.

„შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.

სახალხო დამცველის ოფისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის და მას შეერთებული შტატების მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.