საქართველოში აშშ-ის საელჩო – მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა

10:09, 09.01.2018

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მოხარული არიან, რომ ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.

„შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.

სახალხო დამცველის ოფისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის და მას შეერთებული შტატების მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი