საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა გამო. ეს მართლაც ტრაგიკული შემთხვევა იყო. საქართველოში ბათუმი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ჩვენი ფიქრითა და ლოცვებით მსხვერპლთა ოჯახის გვერდით ვართ. ქედს ვიხრით მეხანძრეების წინაშე, რომლებმაც ამ ტრაგიკული შემთხვევისას არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – აღნიშნულია ელჩის სამძიმარში.