საქართველოში 732 067 პენსიონერია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ბოლოსთვის არსებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა.
ერთ წელიწადში ასაკით პენსიონერთა რიცხოვნობა 11 873-ით გაიზარდა, ათ წელიწადში კი 73 757-ით, ანუ 11 პროცენტით.
ამასთან, 2017 წლის მონაცემებით, 166 046 მოქალაქე საქართველოში სოციალური პაკეტის მიმღებია. მათ შორის 125 064 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 23 642 მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, 9 885 სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, 7080 საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები და 343 პოლიტრეპრესირებული.