შალვა ნათელაშვილი - ჩვენ დავიწყებთ ისტორიულ საპენსიო რეფორმას, პენსია არა მარტო გაორმაგდება, არამედ პენსიონრებს დაენიშნებათ მეცამეტე პენსია
შალვა ნათელაშვილი - ჩვენ დავიწყებთ ისტორიულ საპენსიო რეფორმას, პენსია არა მარტო გაორმაგდება, არამედ პენსიონრებს დაენიშნებათ მეცამეტე პენსია

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა პენსიონრებთან შეხვედრა გამართა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, არც ერთი მთავრობის დროს არ მიექცა პენსიონრებს ყურადღება, ხოლო მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიონრებს დიდი ყურადღება მიექცევათ.

ნათელაშვილის თქმით, ის 31 ოქტომბრიდან ისტორიულ საპენსიო რეფორმას დაიწყებს – პენსიონერებს გაუორმაგდებათ პენსია, გარდა ამისა, მათ სტაჟის მიხედვით დაანგარიშებული მეცამეტე პენსია დაერიცხებათ, ასევე გაუნულდებათ საპენსიო ვალი.

„ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთმანეთზე უარესი გამოდგა პენსიონერთა მოტყუებაში. 31 ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყებთ ისტორიულ საპენსიო რეფორმას. პენსია არა მარტო გაორმაგდება, არამედ პენსიონრებს დაენიშნებათ მეცამეტე პენსია. მისი გაანგარიშება მოხდება სტაჟის მიხედვით, ხოლო საპროცენტო ვალები პენსიონრებზე იქნება მთლიანად განულებული. აი, ეს ისტორიული პერიოდი გველოდება ჩვენ წინ და იმისათვის, რომ ჩვენს პენსიონრებს ღიმილი დაუბრუნდეთ სახეზე, რომელიც ესოდენ უხდებათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. მთავარია, გავისტუმროთ ეს ქვეყნისყლაპია ოლიგარქია პოლიტიკიდან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი