გიორგი ვაშაძე - როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი პირობას ვდებ, გაიზრდება პენსია, გაიაფდება წამლები და წარმოება დაიწყება
გიორგი ვაშაძე - როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი პირობას ვდებ, გაიზრდება პენსია, გაიაფდება წამლები და წარმოება დაიწყება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში პენსიონრებსა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები მაღალ პროცენტში აქვთ აღებული.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს ის კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა იხსნას პენსიონრები იმ მძიმე პირობებისგან, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.

„დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საპენსიო ასაკის ადამიანები. დოლარში, 86 დოლარი იყო პენსია 2012 წელს, ახლა არის 69 დოლარი. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა 40 პროცენტით, წამლები გაძვირდა 76 პროცენტით. თუ ფიქრობს საერთოდ ეს ხალხი, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, რომლებსაც კიდევ 36 პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ?! პირობას ვაძლევ პენსიონერებს, რომ სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, ქვეყანაში დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ხალხს ასე მძიმედ აწევს. პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები. ამის პირობას ვდებ, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი“, – განაცხადა ვაშაძემ.