იტალიაში პენსიონერის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს
იტალიაში პენსიონერის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

იტალიაში პენსიონერის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. ინციდენტი ქალაქ მოდენაში მოხდა.

სახლში დაბრუნებულმა პენსიონერმა ბინაში მძარცველი აღმოაჩინა. გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედი 69 წლის პენსიონერს თავს დაესხა და შემდეგ გაქცევა სცადა.

პოლიციამ 39 წლის მამაკაცი სადარბაზოში დააკავა. ამოღებულია მოპარული 100 ევრო და 1500 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა. გამოძიების ცნობით, დაკავებული პირი ბინის გაქურდვისთვის პირველად 2014 წელს შვედეთში იყო ნასამართლევი, 2016 წელს კი მან სახლი იტალიაში გაქურდა.

დატოვე კომენტარი