საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხიდსაცდელი ლაბორატორია გადაეცა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხიდსაცდელი ლაბორატორია გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხიდსაცდელი ლაბორატორია გადაეცა.

მობილური ლაბორატორია ევროსტანდარტების შესაბამისი ხიდებისა და გვირაბების ექსპლუატაციას მშენებლობის პროცესშივე შეამოწმებს. ლაბორატორია სპეციალურ ავტომობილშია დამონტაჟებული, რომელიც რთული რელიეფისთვის არის გათვლილი.

ტექნიკურ უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს ლაბორატორია საგზაო დეპარტამენტის შუამდგომლობითა და აზიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს. ამისთვის 7.5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.