საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ ცოტახნის წინ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წესის აგება ნებადართული უნდა იყოს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
„თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“, – ნათქვამია განცხადებაში.